ტალახის ვულკანი


  სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახს, აირს, ხშირად წყალთან და ნავთობთან ერთად. გვხვდება ნავთობიან და ვულკანურ არეებში, სადაც ფუმაროლებად გვევლინებიან და რომლებიც ჭრიან თიხასა და ვულკანურ ფერფლს. ტალხთან და აირთან ამოფრქვევისას ხშირად ჩნდება თვითაალებადობა, რასაც მოჰყვება ჩირაღდნების წარმოშობა.

ტალახის ვულკანი გვხვდება ასევე ისეთი მდინარეების დელტებში, რომლებსაც უხვად მოაქვთ მცენარეული ნაშთები და ნავთობის აფსკიანი წყალი.

ტალახის ვულკანების სიმრავლით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც დაახლოებით 350-მდე ტალახის ვულკანი არსებობს.
ცნობილი ტალახის ვულკანები გვხვდება კასპიის ზღვის სანაპიროზე, ტამანისა და ქერჩის ნახევარკუნძულზე, თურქმენთში, რუმინეთში, ირანში, ვენესუელაში, იტალიაში,ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში და სხვ.
ტალახის აქტიურ ვულკანებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოშიც. ასეთი ვულკანები ჩვენში ვრცელდებიან ივრის ზეგანსა და გომბორის ქედის კალთებზე. აღსანიშნავია ახტალა,ფხოველი, ქილაკუპრა, ფორფოტები და ტახტითეფა.

წყარო:

No comments:

Post a Comment