იალბუზი წარმოადგენს ძირითადად ანდეზიტებით აგებულ კონუსს ჩამქრალი ვულკანისა, რომელიც დგას გრანიტისა და კრისტალური ფიქალის ფუნდამენტზე. დაფარულია თოვლისა და ყინულის საფარით, საიდანაც ყველა მიმართულებით ეშვება 54 მყინვარი. მათ შორის უდიდესებია: დიდი აზაუ, ირიკი, ტერსკოლი. მყინვარების საერთო ფართი 134 კვ.კმ-ია.
იალბუზის აღმოსავლეთ მწვერვალზე პირველად ავიდა ყაბარდოელი კ. ხაშიროვი 1829 წელს, დასავლეთზე — ინგლისელი ალპინისტები ფ. გროვეს მეთაურობით 1874 წელს. საბჭოთა პერიოდში იალბუზის რაიონი გახდა მასობრივი ალპინიადების ცენტრი. 1967 წელს აქ ერთდროულად 2400 ადამიანი ავიდა. იალბუზის რაიონი სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ არის ტურბაზები, თავშესაფრები, ალპინისტური ბანაკები. ჩეგეტის მთაზე აგებულია საბაგირო გზა 2719 მ-სა და 3040 მ-ს შორის. ერთ-ერთ სადგურზე მდებარეობს 1941-1945 წლების პერიოდის იალბუზის დამცველთა საბრძოლო დიდების მუზეუმი.
იალბუზი
| |
*
ევროპის უმაღლესი მწვერვალი
| |
სიმაღლე
|
5,642 მეტრი
|
მდებარეობა
| |
ქედი
| |
რანგი
|
4.741 მ რანგით მე-10
|
ტიპი
|
სტრატოვულკანი (მძინარე)
|
ასაკი
|
უცნობი
|
ბოლო ამოფრქვევა
|
ჩვ.წ. 50 ± 50 წელი
|
პირველი ასვლა
|
1874 ჯგუფი კროუფორდ გრუვის მეთაურობით
|
უმარტივესი მარშრუტი
|
თოვლით/ყინულზე სვლა
|
* |
წყარო:
No comments:
Post a Comment